• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4

„ეკო ცენტრი“ დაარსდა 2021 წელს და წარმოადგენს გარემოსდაცვით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას.

ხედვა: ჩვენ გვჯერა, რომ ეკოცენტრიზმი არის მდგრადი განვითარების უმთავრესი გზა, რადგან ეს მიდგომა სიცოცხლის ცენტრად აყენებს არა ადამიანს, არამედ მთლიანად დედამიწას, რათა განვითარებამ საფრთხე არ შეუქმნას იმ ბუნებრივ სისტემებს, რომლებიც განაპირობებენ სიცოცხლეს ჩვენს პლანეტაზე. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობით შევეცდებით, ხელი შევუწყოთ ამ მიდგომის გავრცელებას ჩვენს თემში.

ძირითადი მიზნები:

  • სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
  • გარემოს დაცვის მნიშვნელობისა და ამ სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
  • მდგრადი განვითარების პოპულარიზაცია და ადვოკატირება;
  • გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება;
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;
  • ადამიანის უფლებების პოპულარიზაცია, დაცვა და ადვოკატირება;
  • კანონის უზენაესობაზე, გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის დამკვიდრება;
  • დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ხელშეწყობა;
  • ტოლერანტული და თანასწორი საზოგადების განვითარების ხელშეწყობა;
  • სახელმწიფოს ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ძირითადი მიმართულებები:

  • თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან;
  • ადამიანის უფლებების დაცვის ადვოკატირება;
  • საგანმანათლებლო საქმიანობა;
  • პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, რომელსაც წარუდგეს სახელმწიფო და საერთაშორისო სტრუქტურებს და სხვა პარტნიორებს; 
  • შეისწავლის სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას;
  • სხვა.

„ეკო ცენტრის“ დამფუძნებელია თინათინ მაღედანი, რომელიც 2019 წლიდან არის სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ აქტივისტი. მოძრაობის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით, „ეკო ცენტრის“ საქმიანობა საწყის ეტაპზე სრულად მოერგო „გავიგუდეთ“-ის საჭიროებებს და ყველა საგანმანათლებლო, გამწვანების თუ სხვა აქტივობა კვლავ ხორციელდებოდა „გავიგუდეთ“-ის სახელით. ჰაერის დაბინძურების პრობლემის შემცირებასთან ერთად „ეკო ცენტრს“ მიეცემა საშუალება, კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელოს საგანმანათლებლო საქმიანობა და ადვოკატირება არა მხოლოდ ჰაერის, არამედ ზოგადად გარემოსდაცვითი მიმართულებით.