“ეკო ცენტრის” გულშემატკივრების ინტერესების გათვალისწინებისა და ჩვენი რესურსების ეფექტურად გამოყენების მიზნით, შევქმენით რამდენიმე სახის სარეგისტრაციო ფორმა მათთვის, ვისაც სურს სხვადასხვა გზით ჩვენთან თანამშრომლობა:
– თუ ხართ მასწავლებელი, კომპანიის წარმომადგენელი და ან უბრალოდ დაინტერესებული ხართ ჩვენთან პარტნიორობით, გთხოვთ, შეავსოთ ეს ფორმა.
– თუ ხართ მოსწავლე და გსურთ, ჩაერთოთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ამ ბმულზე.
– თუ ხართ სტუდენტი და დაინტერესებული ხართ ჩვენთან მოხალისეობითა და სტაჟირებით, ეს ფორმა თქვენთვისაა.
ჩვენი გუნდი თვეში ერთხელ შეამოწმებს ამ ფორმებს და, ჩვენი რესურსებისა და მიმდინარე აქტივობების გათვალისწინებით, შევეცდებით თქვენთან თანამშრომლობას.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ “ეკო ცენტრი” არის ძალიან პატარა ორგანიზაცია და შესაბამისად, ის, რომ თუნდაც რამდენიმე თვე არ დაგიკავშირდეთ, არ ნიშნავს, რომ თქვენთან თანამშრომლობა არ გვსურს. პირიქით, ველოდებით პირველივე შესაძლებლობას, რომ გავაერთიანოთ ძალები გარემოს დასაცავად 💚