• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • აპრილი 21, 2023

დედამიწის დღე არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც აღინიშნება 22 აპრილს მთელ მსოფლიოში ცნობიერების ამაღლებისა და გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის გამოვლენის მიზნით.

ამ დღის დამაარსებლად ამერიკელი სენატორი, გეილორდ ნელსონი, ითვლება, რომელსაც აწუხებდა გარემოსცადვითი საკითხების მიმართ საზოგადოების ცნობიერების პრობლემა.1969 წელს მან შეიმუშავა ახალი გეგმა ვაშინგტონში პოლიტიკური გარემოსდაცვითი დღის წესრიგის შესაქმნელად. [2]

დედამიწის დღე პირველად აღინიშნა 1970 წლის 22 აპრილს, როდესაც აშშ-ში  ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 20 მილიონი ადამიანი დაესწრო საინაუგურაციო ღონისძიებებს სკოლებში, უნივერსიტეტებსა და სათემო შეკრების ადგილებში. ამერიკელმა სენატორმა, გეილორდ ნელსონმა, ხელი შეუწყო ამ დღის ცნობადობის გაზრდას და მოუწოდა სტუდენტებს ემოქმედათ გარემოსდაცვითი მიზეზნებისთვის. “დედამიწის დღის” მეოცე წლისთავისთვის, 141 ქვეყანაში 200 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დედამიწის დღის აღნიშვნაში.

Სწორედ 1970 წლის ივლისში სუფთა წყალზე, ჰაერსა და ნიადაგზე საზოგადოების მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნა გარემოს დაცვის სააგენტო (EPA).მისი მისიაა გარემოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა. დედამიწის დღე ასევე იყო აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი მოძრაობის წინამორბედი და ეროვნული კანონმდებლობის იმპულსი სუფთა ჰაერისა და სუფთა წყლის საკითხებთან დაკავშირებით.

დედამიწის დღის თემა ყოველწლიურად იცვლება და ყურადღებას ამახვილებს ჩვენი პლანეტის წინაშე მდგარ ისეთ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ტყეების განადგურება, დაბინძურება და სახეობების გადაშენება და სხვა. Ამ დღის მიზანია,წაახალისოს ინდივიდები, თემები და მთავრობები, მიიღონ ზომები გარემოს დასაცავად.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, “დედამიწის დღის” წარმატებამ განაპირობა გარემოს დაცვის მრავალი კანონის შექმნა, გარემოსდაცვითი მოძრაობის ზრდა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებამომავალი თაობებისთვის პლანეტის დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

წლევანდელი “დედამიწის დღის” თემაა “ინვესტირება ჩვენს პლანეტაში” (“Invest in Our Planet”), და ფოკუსირებულია მთავრობების, ინსტიტუტების, ბიზნესების და 1 მილიარდზე მეტი მოქალაქის ჩართულობაზე, რომლებიც ყოველწლიურად მონაწილეობენ დედამიწის დღის აღნიშვნაში თავიანთი როლის შესასრულებლად.

„2023 წელს ჩვენ კვლავ უნდა გავერთიანდეთ დედამიწისთვის. ბიზნესი, მთავრობები და სამოქალაქო საზოგადოება თანაბრად პასუხისმგებელნი არიან კლიმატის კრიზისის საწინააღმდეგო მოქმედებებსა და ცვლილებების განხორციელებაზე ჩვენ ერთად უნდა გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში მწვანე რევოლუციისთვის და მომავალი თაობების ჯანმრთელობისთვის. დროა ჩადოთ ინვესტიცია ჩვენს პლანეტაში“, – თქვა კეტლინ როჯერსმა, EARTHDAY.ORG-ის პრეზიდენტმა. [1]

დასასრულს, “დედამიწის დღე” არის შესაძლებლობა ინდივიდებისთვის, თემებისთვის და მთავრობებისთვის, გაერთიანდნენ, რათა იმუშაონ საერთო მიზნისკენ – უფრო ჯანსაღი, უფრო მდგრადი პლანეტისკენ.

 

[1] https://www.earthday.org/press-release/earthday-org-announces-theme-for-earth-day-2023-invest-in-our-planet/

[2] https://nelsonearthday.net/gaylord-nelson-earth-day-origins/