• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ოქტომბერი 20, 2023

გარემოსდაცვითი გამოწვევები ურთიერთდაკავშირებულია (მაგალითად, კლიმატის ცვლილება და ჰაერის დაბინძურება); შესაბამისად, ერთის მოგვარება, მეორეზეც დადებითად აისახება.

გარემოსდაცვით გამოწვევებს შორის ჰაერის დაბინძურება სიკვდილიანობის გამომწვევი პირველი რისკ-ფაქტორია.

თუმცა, ჰაერის დაბინძურებისგან გამოწვეული 100 ათასობით ნაადრევი გარდაცვალების არიდება შესაძლებელია ჩვენი საკვები რაციონის ცვლილებით.

სოფლის მეურნეობაში – ცხოველური ნარჩენებისაგან და ჭარბი სასუქის მოხმარებით გამოყოფილი ამიაკი ატმოსფეროს აირებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის სახიფათო ნაწილაკებს.

მსოფლიოში მცირე ნაწილაკებით დაბინძურების 40% სწორედ ამ გზით წარმოიქმნება.

უახლესი კვლევებით აღმოჩნდა, რომ გლობალურად კვების ფლექსიტარიანულ (ორიენტირებულია მცენარეული პროდუქტებით კვებაზე, თუმცა არ კრძალავს ხორცს) რეჟიმზე გადასვლა და ხორცის მიღება კვირაში მხოლოდ ერთხელ მნიშნველოვნად შეამცირებს მეცხოველეობასთან დაკავშირებულ დაბინძურებას და, დაახლოებით, 100, 000 სიცოცხლეს გადაარჩენს წლიურად.

განვითარებულ ქვეყნებში, სადაც, როგორც მოსახლეობის, ისე ფერმის ცხოველების სიმჭიდროვე მაღალია, ფლექსიტარიანული დიეტით ავირიდებდით ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის 10%-ს, ვეგანური დიეტით კი – 20%-ს.

ამასთან, დასტურდება, რომ ჩვენი კვების სტილის ცვლილების შედეგად ადამიანების პროდუქტიულობა წელიწადში გლობალურად 1 ტრილიონი დოლარით გაიზრდება.

საკვებს დიდი კულტურული და ტრადიციული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა კლიმატის კრიზისთან საბრძოლველად წითელი ხორცის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედამიწაზე ჩვენი უარყოფითი გავლენის შესამცირებლად.

წყარო იხილეთ ამ ბმულზე.