• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ნოემბერი 8, 2022

1960 წლიდან საქართველოში ტემპერატურის სტაბილური ზრდა შეინიშნება და მოსალოდნელია, რომ 21-ე საუკუნის ბოლოსათვის საქართველოში ტემპერატურის ზრდის მაჩვენებელი გლობალურ საშუალო მაჩვენებლს გადააჭარბებს.

სავარაუდოა, რომ 2090 წლისთვის საშუალო ტემპერატურა საქართველოში, 1986-2005 წლებში არსებულ საბაზისო მაჩვენებელთან შედარებით, 1.40-დან 4.90-მდე გაიზრდება.

კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშესაწყობად საქართველო არაერთი საერთაშორისო შეთანხმების წევრი ქვეყანაა. მათ შორისაა:
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენცია და პარიზის შეთანხმება, რომელიც წევრ ქვეყნებს ავალდებულებს სათბურის აირების ემისიების შემცირებას და გლობალური ტემპერატურის ზრდის მაქსიმუმ 2 გრადუსამდე შენარჩუნებას.

ამ შეთანხმების ფარგლებში საქართველომ შეიმუშავა ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC), რომლიც მიხედვითაც:

საქართველო იღებს უპირობო ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 35%-ით შეამციროს;

საქართველო იღებს პირობიან ვალდებულებას, რომ 2030 წლისთვის ეროვნულ დონეზე სათბურის აირების ემისიების ჯამური მაჩვენებელი 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით 50-57%-ით შეამციროს, იმ შემთხვევაში, თუ იგი მიიღებს საერთაშორისო მხარდაჭერას. 50%-იანი შემცირება იქნება საჭირო, თუ მსოფლიო გაჰყვება გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 20C-იან სცენარს, ხოლო 1.50C-მდე ტემპერატურის შეზღუდვის სცენარის შემთხვევაში, საჭირო იქნება სათბურის აირების ემისიების 57%-ით შემცირება 1990 წლის დონესთან შედარებით.