• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
რატომაა გადამუშავება მნიშვნელოვანი?

რატომაა გადამუშავება მნიშვნელოვანი?

ამ მასალაში თავი მოვუყარეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს, რადგან გვსურს, კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ გადამუშავების მნიშვნელობაში
ქვე შეგახსენებთ, რომ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 15:00-დან 19:30-მდე შეგიძლიათ მაკულატურის მოტანა ჩვენს ოფისში (რუსთავი, კოსტავას 4).
რატომაა ქაღალდის გადამუშავება მნიშვნელოვანი?
1 ტონა ქაღალდის გადამუშვებით შესაძლებელია, დავზოგოთ:
17 ხე – ამ რაოდენობის ხეებს შეუძლია 113 კგ ნახშირორჟანგის შთანქთმა ყოველწლიურად; მაშინ როდესაც 1 ტონა ქაღალდის დაწვით გამოიყოფა 680 კილოგრამი ნახშირორჟანგი;
2 ბარელი ნავთობი (რაც საკმარისია ავტომობილის მიერ 2 027 კმ-ის გასავლელად),
4 100 კილოვატი ენერგია (საშუალოდ, სახლისათვის საკმარისი ენერგია 6 თვის განმავლობაში),
– ნაგავსაყრელის 2,5 მ3-ის ოდენობის სივრცე.
  • ჩვენ მიერ ყოველწლიურად გადაგდებული ქაღალდისა და ხის რაოდენობა საკმარისია 50,000 სახლის გასათბობად 20 წლის განმავლობაში.
  • საოფისე თეთრი ქაღალდის გადამუშვებისთვის საჭიროა 44%-ით ნაკლები ენერგია, წარმოიქმნება 50%-ით ნაკლები ჩამდინარე წყლები, ქაღალდის თავდაპირველ წარმოებასთან შედარებით 38%-ით მცირეა ნახშირბადის ემისიებიც.
  • ქაღალდის გადამუშავება თავიდან აგვარიდებს ნაგავსაყრელებზე მათი მოხვედრის შედეგად მეთანის ემისიებს, რომელიც 25-ჯერ უფრო ძლიერი სათბურის აირია, ვიდრე CO2.

ეს ინფორმაცია პოსტის სახით იხილეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.