• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
როგორ შევამციროთ ქაღალდის ნარჩენი?

როგორ შევამციროთ ქაღალდის ნარჩენი?

ქაღალდის ინდუსტრიისა და მისი გარემოში მოხვედრით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორები უკვე განვიხილეთ
დღეს კი, გთავაზობთ იმ მარტივ გზებს, რითაც შეგვიძლია ჩვენი ყოველდღიური ჩვევები ეტაპობრივად შევცვალოთ და უარყოფითი ზემოქმედებაც ავირიდოთ
ჩვენს პოსტერზე იპოვით იმ სასარგებლო რჩევებს, რაც ცხოვრების ეკო-მეგობრული წესის დანერგვაში აუცილებლად გამოგადგებათ⤵️
ხოლო, მანამ, სანამ ქაღალდის მინიმალურად გამოყენების ჩვევას დავნერგვათ, შეგვიძლია, მის გადამუშავებაზე ვიზრუნოთ
ხომ გახსოვთ? ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 15:00-დან 19:30-მდე შეგიძლიათ მაკულატურა ჩვენ მოგვიტანოთ
მისამართი: რუსთავი, კოსტავას 4
ჩვენთან შეგიძლიათ, მოიტანოთ:
  • წიგნები
  • რვეულები
  • ჟურნალები
  • გაზეთები
  • თაბახის ფურცლები (დასაშვებია ფაილიც)
  • ფლაერები
  • ბუკლეტები
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ვერ ჩაიბარებს:
  • ლამინირებულ ქაღალდს
  • მოსანთულ ქაღალდს (ქაღალდი, რომელზეც წებო არ ჩერდება)
  • წებოვან ფურცლებს
  • მუყაოს (თუმცა ჩასაბარებელი მაკულატურის მოთავსება და ადგილზე მოტანა მუყაოს ყუთით შეგიძლიათ)
  • ჩეკს
  • ერთჯერად ხელსახოცებს
  • შპალერს
  • ჭრაჭუნა გამჭვირვალე შესაფუთ ქაღალდს
ეს ინფორმაცია პოსტის სახით იხილეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.