• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
სად წარმოქიმნება ქაღალდის ყველაზე მეტი ნარჩენი?

სად წარმოქიმნება ქაღალდის ყველაზე მეტი ნარჩენი?

ბიზნესის სფეროში წარმოქმნილი ნარჩენების 50% ქაღალდია. განსაკუთრებით ბევრი ასეთი ნარჩენი ოფისებში გროვდება.
საშუალოდ, კომპანიის ნარჩენების 70%-ს ქაღალდის ნარჩენები შეაგდენს.
კვლევის თანახმად, ქაღალდის არაეფექტური გამოყენება (მაგალითად, ამოპრინტერებისას დაშვებული შეცდომის გამო ხელახალი დაბეჭდვა) კომპანიას შემოსავლების 1%-დან 3%-მდე უჯდება.
მეტიც, კომპანიაში ამოპრინტერებული საგნების 17% პირდაპირი ნარჩენია. ხოლო დაბეჭდილი ფურცლების 45% დღის ბოლოს ოფისის ნაგვის ურნაში ხვდება.
რესურსების გონივრული გამოყენებით შეგვიძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებაში
ამის ერთ-ერთი გზაა რესურსის მიზნობრივი გამოყენება, ხოლო მეორე გზაა გადამუშავების ხელშეწყობა.
გამოყენებული ფურცლები, რვეულები, ჟურნალები, რომელიც, თვლით, რომ აღარ გჭირდებათ შეგიძლიათ ჩვენ მოგვიტანოთ, ჩვენ კი, გადამამუშავებელ კომპანიას გადავცემთ და შეგროვებული თანხით ქალაქს გავამწვანებთ🪴🌳
შეგახსენებთ, რომ მაკულატურის ჩაბარება შეგიძლიათ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს 15:00-დან 19:30-მდე
მისამართი: რუსთავი, კოსტავას 4
ჩვენთან შეგიძლიათ, მოიტანოთ:
  • წიგნები
  • რვეულები
  • ჟურნალები
  • გაზეთები
  • თაბახის ფურცლები (დასაშვებია ფაილიც)
  • ფლაერები
  • ბუკლეტები
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ვერ ჩაიბარებს:
  • ლამინირებულ ქაღალდს
  • მოსანთულ ქაღალდს (ქაღალდი, რომელზეც წებო არ ჩერდება)
  • წებოვან ფურცლებს
  • მუყაოს (თუმცა ჩასაბარებელი მაკულატურის მოთავსება და ადგილზე მოტანა მუყაოს ყუთით შეგიძლიათ)
  • ჩეკს
  • ერთჯერად ხელსახოცებს
  • შპალერს
  • ჭრაჭუნა გამჭვირვალე შესაფუთ ქაღალდს
ეს ინფორმაცია პოსტის სახით იხილეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.