• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
ყოველდღიურად 32, 375 ჰექტარი ტყე ნადგურდება

ყოველდღიურად 32, 375 ჰექტარი ტყე ნადგურდება

ტყის განადგურება ერთ-ერთია იმ მრავალ ფაქტორთა შორის, რაც კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს.
მეცნიერთა შეფასებით, წლიური სათბურის აირების ემისიების 20% გამოწვეულია დეფორესტაციითა და ტყის დეგრადაციით

ყოველდღიურად 32, 375 ჰექტარი ტყე ნადგურდება. მათ შორის, ქაღალდის დასამზადებლად დღეში 42 მლნ ხე იჭრება.

აშშ-ში, იაპონიასა და ევროპაში ადამიანი, საშუალოდ, 200-250 კილოგრამ ქაღალდს მოიხმარს წელიწადში, ინდოეთში ეს მაჩვენებელი 5 კილოგრამია.

1 კილოგრამი ქაღალდის საწარმოებლად 2-3-ჯერ მეტი წონის ხეა საჭირო.

პლანეტაზე დარჩენილია 3 ტრილიონი ხე. ყველა ადამიანმა რომ წელიწადში 200 კილოგრამი ქაღალდი გამოიყენოს, დედამიწაზე ხეები აღარ დარჩება.

ამ კატასტროფულ შედეგებამდე რომ არ მივიდეთ, აუცილებლად უნდა შევცვალოთ ჩვენი მომხმარებლური დამოკიდებულება და რესურსები გონივრულად გამოვიყენოთ.
საწყის ეტაპზე კი, ქაღალდის გადამუშავებაზე ზრუნვით შევამცირებთ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას. ძველი რვეულები, ჟურნალები, გაზეთები, რომელთაც აღარ იყენებთ, შეგიძლიათ, ჩვენს ოფისში (კოსტავას #4, რუსთავი) მოგვიტანოთ.

ინფორმაცია პოსტის სახით იხილეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.