ქაღალდისა და მერქნის დამუშავების ინდუსტრიის წილი მსოფლიო ემისიებში 5%-ია.
მერქნის დამუშვებისა და ქაღალდის წარმოებისას ატმოსფეროში გამოიყოფა აზოტის, გოგირდისა და ნახშირბადის დიოქსიდები, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდები მჟავა წვიმების გამომწვევი მთავარი ფაქტორებია, ხოლო ნახშირბადის დიოქსიდს ყველაზე დიდი გავლენა აქვს სათბურის ეფექტის შექმნასა და კლიმატის ცვლილებაში.
ყოველდღიური მოხმარების ქაღალდის საგნების წილი CO2-ის ემისიებში კი ასე გამოიყურება:
– ყავისფერი სასურსათო ჩანთა – 12გრ. CO2
– ქაღალდის ლამაზი ჩანთა მაღაზიიდან – 80 გრ.
– გადამუშავებული ქაღალდისგან აწყობილი ქაღალდისყდიანი წიგნი (Paperback book on recycled paper) – 400 გრ.
– გადაუმუშავებელი ქაღალდის სქელყდიანი წიგნი – 2 კგ.
– გადამუშვებული ქაღალდისგან შექმნილი ყოველდღიური გაზეთი – 0.3 – 0.8 კგ.
– New York Times-ის კვირის გამოცემა, რომელიც შემდგომ გადამუშვდება – 1.5 კგ.
– ტუალეტის ქაღალდის რგოლი – 450/730 გრ. ტუალეტის ქაღალდის გლობალურ მოხმარებას მანძილებში თუ გამოვითვლით, 22 მლრდ კილომეტრს მივიღებთ, რაც დედამიწის გარშემოწერილობას 50, 000-ჯერ შემოწერს.
ამასთან, ნაგავსაყრელზე მოხვედრისას ნარჩენი ქაღალდის დაშლის პროცესში გამოიყოფა მეთანი, რომელიც ასევე ძლიერი სათბურის აირია.
ამიტომ, არ გადაყაროთ ქაღალდი, მოიტანეთ ჩვენს შემგროვებელ პუნქტში(კოსტავას #4, რუსთავი) და ერთად ვიზრუნოთ მის გადამუშავებაზე.
ჩვენთან შეგიძლიათ, მოიტანოთ:
– წიგნები
– რვეულები
– ჟურნალები
– გაზეთები
– თაბახის ფურცლები (დასაშვებია ფაილიც)
– ფლაერები
– ბუკლეტები
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ვერ ჩაიბარებს:
– ლამინირებულ ქაღალდს
– მოსანთულ ქაღალდს (ქაღალდი, რომელზეც წებო არ ჩერდება)
– წებოვან ფურცლებს
– მუყაოს (თუმცა ჩასაბარებელი მაკულატურის მოთავსება და ადგილზე მოტანა მუყაოს ყუთით შეგიძლიათ)
– ჩეკს
– ერთჯერად ხელსახოცებს
– შპალერს
– ჭრაჭუნა გამჭვირვალე შესაფუთ ქაღალდს.
ეს ინფორმაცია პოსტის სახით იხილეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე.