„ეკო ცენტრი“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.
სტაჟირების ადგილი: რუსთავი
სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღი: 15 დეკემბერი
სამუშაოს განაკვეთი: არასრული
ანაზღაურება: 100 დოლარის ეკვივალენტი ლარში (დარიცხული)
„ეკო ცენტრი“ არის გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის უდიდესი ნაწილი, ამჟამად, მოიცავს სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ აქტივობების განხორციელებას. შესაბამისად, სტაჟიორის დროის უდიდესი ნაწილი სწორედ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას და „გავიგუდეთ“ საქმიანობას დაეთმობა.
ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე პოზიციაზე განიხილებიან მხოლოდ რუსთავში მცხოვრები კანდიდატები. სტუდენტებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რათა სტაჟირების სწავლასთან შეთავსება შეძლონ. სამუშაო გამოცდილებას არ ვითხოვთ, თუმცა, ჩაითვლება მცირე უპირატესობად. მთავარია, კანდიდატი იყოს ძალიან მონდომებული, დეტალებზე ორიენტირებული და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული. დანარჩენს ადგილზე ვასწავლით.
რადგან ისეთ ადამიანს ვეძებთ, რომელთანაც, შესაძლებლობის შემთხვევაში გრძელვადიანად ვითანამშრომლებთ, გაგვიხარდება თუ მხოლოდ ისეთი კანდიდატები გამოგზავნით დოკუმენტებს, რომლებიც ამ სფეროში ნამდვილად ხედავთ თქვენს თავს.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ მეორე კურსის სტუდენტი;
- ენების ცოდნა: ქართული (სრულყოფილად), ინგლისური (B2);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
- აკადემიური წერა;
უნარ–ჩვევები:
- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
- ახლის სწრაფად ათვისების უნარი და გარემოსდაცვითი საქმიანობისადმი ინტერესი;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის და ანალიტიკური უნარები.
მოვალეობები:
- ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში მონაწილეობა;
- სამუშაო შეხვედრების და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზებაში დახმარება;
- საიტისა და სოციალური მედიის გვერდების ადმინისტრირებაში დახმარება;
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის.
სტაჟირების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ CV და მაქსიმუმ 1 გვერდიანი სამოტივაციო წერილი 2022 წლის 8 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე eco.centre21@gmail.com მეილის დასახელებაში (subject) მიუთითეთ „სტაჟიორი“.
არასრული სახით წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
გასაუბრებისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს არაუგვიანეს 12 დეკემბრისა.