დღეს, 11 ოქტომბერს რუსთავის მე-11 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა ეკო-კლუბის გააქტიურების მიზნით. ღონისძიება ჩატარდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრაზე “ეკო ცენტრის” წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს მრავალი გარემოსდაცვითი საკითხი. დისკუსია წარიმართა სახალისო და ინტერაქტიულ ფორმატში, რამაც მოსწავლეების დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.
“ეკო ცენტრმი” მადლობას უხდის ირინა მასწავლებელს და მოსწავლეებს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და გარემოზე ზრუნვის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ნარჩენების შემცირების კამპანიაში, რომელიც 20 ოქტომბერს სრულდება. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების პრინციპების პრაქტიკაში დანერგვას და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას.