• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ოქტომბერი 9, 2024
viziti_skolashi9 ოქტომბერს “ეკო ცენტრის” წარმომადგენლები რუსთავის მე-12 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ვიზიტის მთავარი მიზანი სკოლის მიერ ნარჩენების შეგროვების კამპანიაში გამოჩენილი განსაკუთრებული აქტიურობის აღნიშვნა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე საუბარი იყო.

ვისაუბრეთ ჰაერის დაბინძურებაზე, ნარჩენების მართვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილებაზე. გვქონდა სახალისო აქტივობებიც.

“ეკო ცენტრი” მადლობას უხდის სკოლის ყოჩაღ მასწავლებლებს, დირექციას და მოსწავლეებს ნაყოფიერი შეხვედრისა და გარემოზე ზრუნვისთვის.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ანჟელიკა მასწავლებელს, რომელიც აქტიურად არის ჩართული ნარჩენების შემცირების კამპანიაში, რთავს მოსწავლეებსაც და დღევანდელი შეხვედრის წარმართვაშიც დიდი წვლილი შეიტანა.

შეხვედრა გაიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.