დღეს, 21 ივნისს, „ეკო ცენტრის“ აკადემიის წევრებისთვის ჩავატარეთ საინფორმაციო ტური საწარმოო ზონაში.
ტურის მიმდინარეობისას მათ რუსთავში არსებულ ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე ვუამბეთ, მოვუყევით რატომ და როგორ დაიწყო ჩვენი აქტივიზმი. ისიც გავაცანით, რა საფრთხე შეიძლება, შეუქმნას ჰაერის დაბინძურებამ ჩვენს ჯანმრთელობას და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინდივიდუალურად ყველამ ვიზრუნოთ საკუთარი და გარემოს ჯანმრთელობისთვის.
ახალგაზრდებს გავაცანით, რა გაუმჯობესებები არის და რა გამოწვევები რჩება საწარმოების გამართულ ფუნქციონირებასა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, ვისაუბრეთ რა მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურ ქმედებებს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით