დღეს, 27 ნოემბერს, „ეკო ცენტრმა“ „საგანმანათლებლო ინიციატივათა ქართული ასოციაციის“ (სიქა) ძალიან აქტიურ მოხალისეებს უმასპინძლა.
ახალგაზრდებმა მოისმინეს ლექცია თემაზე „გარემოსდაცვითი ადვოკატირება“. ლექციაზე განვიხილეთ რუსთავში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები, ვისაუბრეთ ნარჩენების გადამუშავების, გარემოსდაცვითი ადვოკატირებასა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, ახალგაზრდებმა ნახეს „გავიგუდეთ“-ის შესახებ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით 2020 წელს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც რუსთავში არსებულ რეალობას ასახავს და ნათლად ჩანს საწარმოო ზონაში არსებული რეალობა და ის გავლენა, რომელსაც ჰაერის დაბინძურება ახდენს ჩვენზე.
შეხვედრა მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც, მათ შორის, „ძალაუფლების ანალიზის“ პრაქტიკულ სავარჯიშოს, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ადვოკატირების წარმატებული კამპანიის განხორციელებისათვის. გარდა ამისა, მონაწილეებმა ისწავლეს, როგორ ხდება ჰაერის ხარისხის შემოწმება და დაბინძურების დონის განსაზღვრა ჰაერის ხარისხის პორტალზე.
ასევე, ვისაუბრეთ ჰაერის დაბინძურების მავნე ზეგავლენასა და იმ ხერხებსა თუ ჩვევებზე, რითაც შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ, ამ დაბინძურების შემცირებაში. დამატებით, განვიხილეთ, როგორ უკავშირდება ჰაერის დაბინძურების შემცირება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.
გვინდა, ხაზი გავუსვათ ამგვარი შეხვედრებისა და ლექციების მნიშვნელობას და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები პატარა ასაკიდანვე არიან დაინტერესებულნი გარემოსდაცვითი საკითხებით. მონაწილეებმა დაინახეს, რა მნიშვნელობა აქვს თოთოეული ჩვენგანის ჩართულობასა და აქტიურობას წარმატებული ადვოკატირებისათვის. გვიხარია ასეთი ახალგაზრდების გაცნობა და იმედი გვაქვს, მათთან სამომავლოდაც ვითანამშრომლებთ.
შეხვედრა გაიმართა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით