• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • მაისი 19, 2024

treningis foto18-19 მაისს „ეკო ცენტრის“ ორგანიზებით ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს გარემოსდაცვითი და ადვოკატირების საკითხებით დაინტერესებულმა სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა რუსთავიდან, გარდაბნიდან და წალკიდან.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს გავაცანით ჩვენი საქმიანობის მიზანი, განვიხილეთ რუსთავში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები, ვისაუბრეთ გარემოსდაცვით ადვოკატირებაზე, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ ადვოკატირების არსზე, მიზნებსა და ამოცანებზე. გავაცანით ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვის ეტაპები და გავაკეთეთ პრობლემასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების ანალიზი.

ტრენინგის მეორე დღე დაიწყო საინფორმაციო ტურით რუსთავის საწარმოო ზონაში, მონაწილეთა ნაწილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ინფორმაცია საწარმოო ზონის ამ მასშტაბის და რეალობის შესახებ, რაც რუსთავში გვაქვს.

ტურის შემდეგ სესია დაეთმო საუბარს ჰაერის დაბინძურების გავლენაზე ადამაიანის ჯანმრთელობაზე. დღის მეორე ნაწილი კი დატვირთული იყო პრაქტიკული ნაწილით. ჩავატარეთ პრობლემის ხის ანალიზი, შემდეგ კი სხავდასხვა პრობლემის შესახებ მონაწილეებმა ჯგუფებში იმუშავეს და პრობლემების ხის სტრუქტურის გამოყენებით წარმოადგინეს კონკრეტული პრობლემები, მათი გამოწვევი მიზეზები და შედეგები.

ტრენინგის დასასრულს, მონაწილეებმა იმსჯელეს გარემოსდაცვით აქტივიზმში ადამიანების მოზიდვისა და ჩართვის მნიშვნელობაზე, ამასთან, ხაზი გავუსვით ინდივიდუალური ქმედებების მნიშვნელობას.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.