9-10 დეკემბერს „ეკო ცენტრის“ ორგანიზებით ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგი ჩატარდა პროექტის – “გარემოსდამცველთა ქსელის გაძლიერება ქვემო ქართლში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს რუსთავის სხვადასხვა სკოლის და მარნეულის სოფელ ყულარის („ყულარის ახალგაზრდული ინიციატივა“) გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა და მასწავლებლებმა.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს გავაცანით ჩვენი საქმიანობის მიზანი, განვიხილეთ რუსთავში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები, ვისაუბრეთ გარემოსდაცვით ადვოკატირებაზე, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე.
პირველი დღის განმავლობაში მონაწილეებს გავაცანით, რა არის ჰაერის დაბინძურება და რატომ არის რუსთავში ჰაერი დაბინძურებული, განვიხილეთ დაბინძურების სახეები და ის ძირითადი დამაბინძურებლები რომელიც, რომლებიც რუსთავისთვის არის პრობლემა; გარდა ამისა, ვისაუბრეთ ჰაერის დაბინძურების გავლენაზე ადამაიანის ჯანმრთელობაზე. დღე კი დავასრულეთ საინფორმაციო ტურით საწარმოო ზონაში და მონაწილეებმა ადგილზე ნახეს არსებული სიტუაცია, ის გაუმჯობესებები თუ ჯერ კიდევ არსებული გამოწვევები, რასაც რუსთავის ამ ნაწილში ვხვდებით.
ტრენინგის მეორე დღე დაეთმო ადვოკატირებაზე საუბარს. განვიხილეთ ადვოკატირების არსი, მიზნები და ამოცანები; ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია იმის სესახებ, თუ როგორ იგეგმება ადვოკატირების კამპანია.
მიღებული ინფორმაციის უკეთ გასააზრებლად, და პრაქტიკაში განსახორციელებელი გზების განსასაზღვრად, მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოს გამოყენებით იმუშავეს კონკრეტული პრეობლემების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების იდენტიფიცირებზე „პრობლემის ხის“ მაგალითზე.
კიდევ ერთი პრაქტიკული სამუშაო, რაშიც ჩვენი ტრენინგის მონაწილეები ადვოკატირების სტრატეგიის დაგეგმვის ნაწილში ჩაერთნენ, იყო პრობლემასთან დაკავშირებული ინტერესთა ჯგუფების იდენტიფიცირება და საქმიანობის ანალიზი. ასევე, ვისაუბრეთ მედიის როლზე ადვიკატირების კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
დასკნით ნაწილში კი ახალგაზრდებთან ერთად ვიმსჯელეთ თუ რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანის მცირე წვლილსაც გლობალური შედეგების გაუმჯობესებაში, და როგორ ჩავრთოთ სხვა ადამიანები გარემოსდაცვით აქტივიზმში.
ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ინტეგრირებულმა ტრენინგმა საშუალება მოგვცა, გაგვეფართოვებინა საერთო ინტერესების მქონე ახალგაზრდათა ქსელი რეგიონული მასშტაბით და ხელი შეგვეწყო აქტიური და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის.