დღეს, 27 სექტემბერს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩავატარეთ სემინარი ვიზუალური მასალების შემნის შესახებ Canva-ს გამოყენებით.
სემინარში ჩაერთნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მონაწილეები რუსთავიდან და თბილისიდან.
სემინარის შესავალი ნაწილი დაეთმო ელ-ფოსტის გამოყენების საბაზისო ტექნიკების განხილვას.
რაც შეეხება Canva პროგრამას, მონაწილეებმა შეისწავლეს კანვაში მუშაობის ძირითადი საფუძვლები; პროგრამის მიერ შემოთავაზებული შაბლონების გამოყენება და რედაქტირება; სასურველი დიზაინის დამოუკიდებლად აწყობა სუფთა ფურცელზე და სხვა ფუნქციები.
სემინარის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ გვქონდა პრაქტიკული სავარჯიშო, რაც უკვე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი დიზაინის ინდივიდუალურად ან ჯგუფში აწყობას გულისხმობდა. დიზაინის ასაწაყობად შეთავაზებული შინაარსი გარემოსდაცვით საკითხებს ეხმიანებოდა და მონაწილეებმა საკუთარი ხედვა თუ დამოკიდებულება ამა თუ იმ გარემოსდაცვითი პრობლემის მიმართ თავიან დიზაინში ასახეს.