დღეს, 17 ნოემბერს, „ქალთა ფონდის“ პროექტის – „ქალი გარემოსდამცველების გაძლიერება მდგრადი ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში ჩავატარეთ სემინარი ვიზუალური მასალების შემნის შესახებ Canva-ს გამოყენებით.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა რუსთავსა და მარნეულიდან.
მონაწილეებმა შეისწავლეს კანვაში მუშაობის ძირითადი საფუძვლები; პროგრამის მიერ შემოთავაზებული შაბლონების გამოყენება და რედაქტირება; სასურველი დიზაინის დამოუკიდებლად აწყობა სუფთა ფურცელზე და სხვა ფუნქციები.
სემინარის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ გვქონდა პრაქტიკული სავარჯიშო, რაც უკვე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი დიზაინის ინდივიდუალურად ან ჯგუფში აწყობას გულისხმობდა. დიზაინის ასაწაყობად შეთავაზებული შინაარსი გარემოსდაცვით საკითხებს ეხმიანებოდა და მონაწილეებმა საკუთარი ხედვა თუ დამოკიდებულება ამა თუ იმ გარემოსდაცვითი პრობლემის მიმართ თავიან დიზაინში ასახეს.