დღეს, 28 სექტემბერს, ქალთა ფონდის პროექტის (“გარემოსდაცვით ადვოკატირებაში ქალთა ჩართულობის წახალისება რუსთავში“) ფარგლებში “ეკო ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა სემინარი – მარტივი ვიზუალური მასალების შექმნა Canva-ს გამოყენებით.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს რუსთავსა და გარდაბანში მცხოვრებმა სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ქალებმა და გოგონებმა.
სემინარი წარმოადგენდა საბაზისო კურსს კანვაში და მონაწილეები გაეცნენ პროგრამის ძირითად ფუნქციებს.
ვიზუალური მასალების შექმნა სემინარზე, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვით საკითხებს ეხმიანებოდა. სემინარის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებმა თავად სექმნეს სოციალური ქსელისთვის განკუთვნილი ვიზუალური მასალა ისეთ თემებზე, როგორიცაა – პლასტმასის გავლენა ადამიანის ჯნამრთელობაზე, ნარჩენების შემცირების უპირატესობები, სწრაფი მოდის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე.