• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • სექტემბერი 29, 2023

დღეს, 29 სექტემბერს, „ეკო ცენტირს“ ოფისში გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულ ქალებსა და გოგონებს კინოჩვენებაზე ვუმასპინძლეთ.

შეხვედრა „ქალთა ფონდის“ პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია ქალთა და გოგონათა გაძლიერება. შესაბამისად, ფილმიც თემატურად შევარჩიეთ და ვნახეთ “Taking Root: The Vision of Wangari Maathai”, რომელიც მოგვითხრობს კენიელი გარემოსდამცველი ქალის უანგარი მაატჰაის შესახებ, რომლის მიერ დაწყებული ხის დარგვის აქტივობა გლობალურ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გარემოს კონსერვაციის მნიშვნელობის ხაზგასმაში მსოფლიო მასშტაბით.

სწორედ გარემოსა და ქალთა უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილის გამო გახდა მაატჰაი 2004 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი და პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელმაც ნობელის პრიზი მიიღო.

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს მოკლედ გავუზიარეთ მაატჰაის ცხოვრების ძირითადი დეტალები და ეტაპები, რამაც მის საქმიანობაზე მოახდინა გავლენა. ფილმის ნახვის შემდგომ კი საინტერესო დისკუსია გაიმართა, გოგონებმა ინდივიდუალური შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და ვიმსჯელეთ, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის მარტივ და მიზანმიმართულ ქმედებას გლობალური მასშტაბით ცვლილების მოსატანად.