• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • თებერვალი 9, 2024

poilivimis_turiპროექტის „გარემოსდამცველთა ქსელის გაძლიერება ქვემო ქართლში“ 8 და 9 თებერვალს „ეკო ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა სამი ექსკურსია პლასტმასის ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმო „პოლივიმში“.

ტურზე, მთლიანობაში, იმყოფებოდა 52 მოსწავლე და მასწავლებელი რუსთავის მე-20, ბოლნისის N5 და მარნეულის შულავერისა და კასუმლოს სკოლებიდან.

წელს გაზრდილი წარმოებით გვიმასპინძლა საწარმომ და გადამუშვების ორ ხაზს გავეცანით.

კერძოდ, აქამდე არსებულ გადამუშავების PET (პოლიეთილენ ტერეფტალატი) ხაზს დაემატა მეორე, პოლიეთილენისა(PE) და პოლიპროპილენის(PP) გადამუშავების ხაზი.

ახალი ხაზის პროდუქტად მიიღება გადამუშავებული პლასტმასა გრანულებისა და ფანტელების სახით, რომლითაც ადგილობრივი ბაზარი მარაგდება და გამოიყენება კვლავ პლასტმასის ნივთების საწარმოებლად.

საწარმოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს პლასტმასას გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი, როგორ ახარისხებენ, ირეცხება და რა ეტაპებს გადის ჩვენ მიერ საწარმოში მიტანილი პლასტმასის ნივთები.

აქვე გეტვით იმასაც, რომ ახალგაზრდებმა საწარმოს 63 კგ პლასტმასა გადასცეს.

მათთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი სწორედ გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი – ე.წ. სინტიპონი, გრანულები და ფანტელები აღმოჩნდა.

გვჯერა, რომ პროცესისა და გადამუშავების პროდუქტის ადგილზე გაცნობით ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ნივთების გადამუშავებისა და მეორადი გამოყენების მნიშვნელობაში და უფრო დიდი მოტივაცია ექნებათ ამ პროცესში თავიანთი წვლილის შესატანად.

 

პროექტი ხორციელდება  ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, რომელიც მხარდაჭერილია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) მიერ.