2 ნოემბერს, მე-5 სკოლის აქტიური მოსწავლეები “გავიგუდეთ” და “ეკო ცენტრის” ორგანიზებით და “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმოში Polyvim LLC იმყოფებოდნენ.
საინფორმაციო ტურის ფარგლებში, საწარმოს წარმომადგენლებმა გაგვაცნეს პლასტმასის გადამუშავების ტექნოლოგია და უშუალოდ ადგილზე გავეცანით საწარმოო პროცესს.
მოსწავლეებს ბევრი საინტერესო კითხვა გაუჩნდათ ტექნოლოგიური პროცესებისა და პლასტმასის გადამუშავების გავლენის შესახებ; ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ყოველდღიურობაში პლასტმასის მოხმარების შემცირების მნიშვნელობაზე.
გარემოზე მზრუნველმა ბავშვებმა და მასწავლებლებმა საწარმოს სკოლაში შეგროვებული 30კგ-ის ოდენობის პლასტმასის ბოთლებიც გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ პლასტმასის ნარჩენების მოტანა შეგიძლიათ ჩვენთან, “ეკო ცენტრში”, (კოსტავას #4) ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 15:00-დან 19:30 საათამდე. შემდგომ კი ჩვენ გადავცემთ საწარმოს გადასამუშავებლად.