10 ოქტომბერს “ეკო ცენტრმა” გარემოსდაცვითი თემატიკის ტრენინგი ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში განვიხილეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობა, პლასტმასით დაბინძურების პრობლემა და ეკო-მეგობრული ცხოვრების წესის მნიშვნელობა.
ტრენინგის მონაწილეებმა იმსჯელეს თითოეული ადამიანის როლზე უკეთესი გარემოს შექმნაში. პროგრამა ასევე მოიცავდა ორ სახალისო-საგანმანათლებლო თამაშს, რომლებიც მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებზე.
“ეკო ცენტრი” მადლობას უხდის ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის, მათ შორის, ნარჩენების შემცირების კამპანიაში წვლილის შეტანისთვის.
ღონისძიება გაიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გარემოს დაცვის სფეროში.