• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ივნისი 28, 2023

28 ივნისს, პროექტის „გარემოსდაცვით ადვოკატირებაში ქალთა ჩართულობის წახალისება რუსთავში“ ფარგლებში დიღმის ჭალებში ვიყავით 20 გოგონა/ქალი და 1 ნიკოლოზი.

დიღმის ჭალებამდე მიმავალ გზაზე, რა თქმა უნდა, რუსთავის ჭალების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. შემდეგ უკვე ვნახეთ, რა მდგომარეობაშია დიღმის ჭალები; რა შედეგები მოაქვს სისტემურ პრობლემებს და გარემოს დაბინძურებას; სადამდე მივყავართ პრობლემებზე თვალის დახუჭვას; ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ურბანული ბიომრავალფეროვნება; რა შეიძლება იყოს სამოქალაქო აქტივისტის როლი მსგავსი სივრცეების გადარჩენაში; როგორ შეიძლება, ქალებმა ერთმანეთი გავაძლიეროთ მსგავს ბრძოლებში.

დიდი მადლობა დიღმის ჭალების მცველს ანა ტრაპაიძეს ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ არის ჭალების მცველი.

პროექტის მხარდამჭერია “ქალთა ფონდი საქართველოში.