დღეს, 2 ნოემბერს, „ეკო ცენტრის“ ოფისში ჩავატარეთ ტრენინგი პროექტების წერისა და ფონდების მოძიების შესახებ. ტრენინგი ჩატარდა ქალთა ფონდის მხარდაჭერით პროექტის „გარემოსდაცვით ადვოკატირებაში ქალთა ჩართულობის წახალისება რუსთავში“ ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღეს ქალებმა და გოგონებმა რუსთავსა და თბილისიდან.
ტრენინგზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- რა არის პროექტი; რა არის პროექტის შედეგი;
- როგორ განვსაზღვროთ პროექტის მიზანები და ამოცანები;
- როგორ შევაგროვოთ მონაცემები და შევაფასოთ პროექტის მიმდინარეობა; როგორ განვსაზღვროთ პროექტის ელემენტები, მათ შორის, სამიზნე აუდიტორია, პროექტის შედეგები;
- როგორ განვასზღვროთ რამდენად მიღწევადია ჩვენი მიზნები.
- როგორ მივიღოთ ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ;
- როგორ ვაქციოთ იდეა პროექტად;
- სამოქმედო გეგმის შედგენა;
- პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა.
ვისაუბრეთ და განვმარტეთ ცვლილების თეორიაც ანუ რა შემთხვევაშია სავარაუდო, რომ მივაღწევთ ჩვენს დაგეგმილ შედგებს.
ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილსაც და მონაწილეებმა გააკეთეს სავარჯიშო პრობლემის ხის მაგალითზე.
განვიხილეთ ლოგიკური მოდელი – რატომ არის ის სასარგებლო და რაში შეიძლება გამოგვადგეს პროექტის წერისას. ასევე, ვისწავლეთ, როგორ ავაწყოთ ლოგიკური მოდელი.
ვისაუბრეთ, რა მნიშვნელობა აქვს სტრატეგიულ კომუნიკაციას, ეფექტური კოალიციების შექმნას, პოლიტიკის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ადვოკატირებას ჩვენი პროექტის წარმატებისა და გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად.
განვიხილეთ როგორი უნდა საპროექტო განაცხადი და როგორი ფორმულირებით უნდა ჩამოვაყალიბოთ პროექტის მიზნები და ამოცანები ისე, რომ აკმაყოფილებდეს SMART (კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური, დროში გაწერილი) კრიტერიუმებს. ამასთან, მონაწილეებს გავაცანით პროექტის განხორციელებისას, როგორ უნდა გაკეთდეს შესაძლებლობებისა და გარემოს შეფასების (SWOT) ანალიზი. ვნახეთ საპროექტო განაცხადის ნიმუშიც.