• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
გარემოსდაცვით ადვოკატირებაში ქალთა ჩართულობის წახალისება რუსთავში
  • სათაური:

    გარემოსდაცვით ადვოკატირებაში ქალთა ჩართულობის წახალისება რუსთავში

  • ხანგძლივობა:

    მარტი - დეკემბერი, 2023

  • სტატუსი:

    დასრულებული

  • დონორი:

    ქალთა ფონდი საქართველოში

2023 წლის მარტიდან „ეკო ცენტრმა“ დაიწყო ახალი პროექტი – „გარემოსდაცვით ადვოკატირებაში ქალთა ჩართულობის წახალისება რუსთავში“.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“.

პროექტის მიზანია გარემოსდაცვით ადვოკატირებაში ქალებისა და გოგონების ჩართულობის წახალისება მათი ინფორმირების, ცნობიერების ამაღლებისა და შესაძლებლობების გაზრდის გზით. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, 9 თვის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა განხორციელდება. მათ შორის:

  • ტრენინგი პროექტების წერისა და ფონდების მოძიების შესახებ ადგილობრივი ქალთა ორგანიზაციის გაძლიერების მიზნით;
  • საინფორმაციო შეხვედრა ჰაერის დაბინძურების შესახებ;
  • საჯარო განხილვაზე დასწრება;
  • ტრენინგის ჩატარება მწვანე ადვოკატირების და სამოქალაქო აქტივიზმის შესახებ;
  • პრაქტიკული სემინარი მარტივი ვიზუალური მასალების შესაქმნელად;
  • 2 კინოჩვენება და დისკუსია ქალი გარემოსდამცველების/აქტივისტების შესახებ;
  • ქალი გარემოსდამცველების საქმიანობის შესახებ 3 საინფორმაციო მასალის გამოქვეყნება;
  • საინფორმაციო ტური დიღმის ჭალებში
  • საინფორმაციო ტური რუსთავის ჭალებში;
  • მაკულატურის ჩამბარებელი პუნქტის გახსნა და ფუნქციინირება „ეკო ცენტრის“ ოფისში;
  • საინფორმაციო კამპანია მაკულატურის შეგროვების წასახალისებლად;
  • ლექცია-პიკნიკი ნარჩენების მართვის მნიშვნელობის შესახებ და დასუფთავების აქცია რუსთავის ტყე-ჭალაში;
  • ქვიზები ნარჩენების შესახებ.

ამ ეტაპზე, გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ რუსთავში მცხოვრები ქალების მნიშვენლოვან ნაწილს არ აქვს სიღრმისეული ინფორმაცია, მათი ნაწილი სამოქალაქო აქტივიზმს პრობლემის გადაჭრის გზად არ მოიაზრებს ან/და ქალები მიიჩნევენ, რომ მათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ პრობლემის ადვოკატირების, სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის. პრობლემაში გაცნობიერებული ქალების ნაწილი კი განიცდის რესურსების და მოკავშირეების ნაკლებობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რუსთავში გარემოსდაცვითი ადვოკატირების კუთხით გაძლიერდეს ქალების შესაძლებლობები.

პროექტის მიზნობრივი ჯგუფი იქნებიან ქალები და გოგონები. ძირითადი აქცენტი გაკეთდება რუსთაველ ქალებზე თუმცა, სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობის შესაძლებლობა ექნებათ ქვემო ქართლისა და სხვა რეგიონების მაცხოვრებელ ქალებსაც.