-
სათაური:
მომავლის ლიდერების გაძლიერება: ახალგაზრდული ინიციატივები დემოკრატიული მმართველობისა და პოლიტიკაში ჩართულობისთვის
-
ხანგძლივობა:
ივნისი - ნოემბერი, 2024
-
სტატუსი:
მიმდინარე
-
დონორი:
USAID National Governance Program
პროექტი ხორციელდება USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ინფორმირებული მონაწილეობის კულტურის დამკვიდრებას ეროვნულ დონეზე, გააძლიეროს ახალგაზრდები, როგორც ცვლილებების ელჩები და წვლილი შეიტანოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.
პროექტის ფარგლებში “ეკო ცენტრი” გააგრძელებს მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ჩართულობის ზრდას და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას ეროვნულ დონეზე.
მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
– დაარსდება „ეკო ცენტრის აკადემია“, სადაც 20 აქტიური ახალგაზრდა ჩაერთვება „ეკო ცენტრის“ საქმიანობაში და განივითარებს თეორიულ და პრაქტიკულ უნარებს სამოქალაქო ჩართულობის შესახებ.
პროექტის მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობები მორგებულია აკადემიის მონაწილეთა ჩართულობის საჭიროებებს და არის შემდეგი:
- ტრენინგი გარემოსდაცვითი ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმისა და ახალგაზრდათა ჩართულობის მექანიზმების შესახებ;
- საინფორმაციო ტური რუსთავის საწარმოო ზონაში;
- ორი სამუშაო შეხვედრა რუსთავში მოქმედი საწარმოებსი ტექნიკური დოკუმენტების შესახებ;
- საჯარო განხილვებზე დასწრება;
- აკადემიის წევრების ჩართვა „ცენტრალური ზონის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის“ მონიტორინგში;
- საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა;
- სამაგიდო თამაში;
- სტაჟირება აკადემიის აქტიური წევრებისთვის.
პროექტის შედეგად:
- გაიზრდება ცნობიერება გარემოსდაცვითი ადვოკატირების, სამოქალაქო აქტივიზმისა და ახალგაზრდათა ჩართულობის მექანიზმების შესახებ;
- გაფართოვდება ახალგაზრდების შესაძლებლობა, გამოიყენონ სოციალური ანგარიშვალდებულების მექანიზმები და მონიტორინგი გაუწიონ მთავრობის საქმიანობას გარემოსდაცვითი პოლიტიკის კუთხით;
- გაუმჯობესდება ახალგაზრდების უნარები, დაამყარონ კონსტრუქციული კავშირი სამთავრობო სტრუქტურებთან იმ პოლიტიკასა და პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენენ გარემოზე და ახალგაზრდების უფლებებზე.