• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
სამოქალაქო ჩართულობა მწვანე მომავლისთვის
  • სათაური:

    სამოქალაქო ჩართულობა მწვანე მომავლისთვის

  • ხანგძლივობა:

    15 ივნისი - 15 ნოემბერი, 2024

  • სტატუსი:

    მიმდინარე

  • დონორი:

    ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი

2024 წლის ივნისში, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, რომელსაც მხარს უჭერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO), „ეკო ცენტრმა“ დაიწყო პროექტი – “სამოქალაქო ჩართულობა მწვანე მომავლისთვის”.

პროექტს ორი მიზანი აქვს:

მიზანი 1 – ნარჩენების დახარისხების კულტურის ხელშეწყობა პლასტმასის დაბინძურებასთან საბრძოლველად.

მიზანი 2 – სამოქალაქო ჩართულობისა და ინკლუზიური მონაწილეობის ხელშეწყობა გარემოსდაცვითი საკითხების ადვოკატირებაში.

პროექტის მიზნების მისაღწევად განხორციელებული აქტივობები:

1.1 კონკურსი “პლასტმასი ხეებად აქციე” და პლასტმასის შეგროვების პუნქტის ფუნქციონირება “ეკო ცენტრის” ოფისში

1.2 რუსთავის სკოლების პოსტერების კონკურსი და საინფორმაციო შეხვედრა პლასტმასით დაბინძურებაზე

1.3 ექსკურსია პლასტმასის გადამუშავების საწარმოში შპს “პოლივიმი”

2.1 საინფორმაციო მასალის გამოქვეყნება ადვოკატირების მაგალითების შესახებ

2.2 2,5-დღიანი ტრენინგი ადვოკატირებასა და სამოქალაქო აქტივიზმზე

2.3 პოსტი და პოსტერი არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ