თინათინ მაღედანი არის „ეკო ცენტრის“ დამფუძნებელი და სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ აქტივისტი. თინათინი არის პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი და საჯარო მმართველობის მაგისტრი. სხვადასხვა დროს სწავლობდა ვილნიუსისა და პავიას უნივერსიტეტებში. აქვს აკადემიური საქმიანობისა და ჟურნალისტური გამოცდილება. 2016-2018 წწ.-ში იყო კომუნიკაციების მენეჯერი სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციაში (CELA), 2018-2019 წწ.-ში მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ხოლო 2019-2020 წლებში კი „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში“ პროექტების მენეჯერად.