• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ნოემბერი 16, 2022

ქვემოთ ხელმომწერი საქართველოს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები:

ვითვალისწინებთ რა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1992 წლის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიერ აღიარებულ პრინციპებსა და მოთხოვნებს, მხედველობაში ვიღებთ  რომ:

  • კლიმატის ცვლილების პროცესი აღიარებულია შეუქცევად პროცესად მსოფლიოში;
  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატაკლიზმები საფრთხეს უქმნის სიცოცხლის არსებობას მთელს პლანეტაზე და იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროგნოზები მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდება, ადგილი ექნება დიდ მსხვერპლს და მსოფლიო ეკონომიკის კრიზისს; 
  • შარმ ელ შეიხის დაგეგმილი კონვენციის მხარეების 27-ე შეხვედრა არის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და მსოფლიო მოელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს; 
  • კლიმატის ცვლილების  ჩარჩო კონვენციის  მხარეთა 27-ე შეხვედრა  იმართება იმ დროს,  როცა ერთერთ  კონტინენტზე მიმდინარეობს ომი, რაც ზიანს აყენებს არა  მხოლოდ ადამიანებსსერიოზული ზიანი, რასაც ის მოუტანს გარემოს, ჯერ კიდევ არაპროგნოზირებადია,

გამოვხატავთ რა შეშფოთებას მასზედ, რომ:

  • ბევრი ქვეყნის ხელისუფლება  დღემდე არაადეკვატურად აღიქვამს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებს;
  • ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) მიერ  არ არის შემუშავებული ეფექტური მექანიზმები კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისპარიზის შეთანხმებითგათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად,

გამოვხატავთ რა მადლიერებას

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და ყველა იმ კერძო პირის თუ ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც თავიანთი აქტიური მხარდაჭერით ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილების პრობლემის აქტუალიზაციას,

მოვუწოდებთ მხარეებს:

  • ხელი შეუწყონ სექტორული სტრატეგიების კოორდინირებას და შეუსაბამობების აღმოფხვრას; 
  • კლიმატის ცვლილების პირობებში გაითვალისწინონ ზღვის დონის აწევის საფთხე და მტკნარი წყლის რესურსების შემცირების ტენდენცია;
  • ქვეყანებმა კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით შეიმუშაონ ახალი სატრანსპორტო და სხვა ეკონომიკური სექტორების  პოლიტიკის დოკუმენტები (ელექტრიფიკაცია, წიაღესული საწვავის ეტაპობრივი შემცირება, წაყალბადის საწვავის გამოყენების წახალისება);
  • ხელი შეუწყონ დაბალი და ნულოვანი ემისიის მქონე ელექტრო, გზისთვის ვარგისიანი (როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო) ასსების წილის გაზრდას;
  • ხელი შეუწყონ ტურიზმისა და სხვა ეკონომიკური სექტორების ისეთ  განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს  დეკარბონიზაციის პროცესებს;
  • გააძლიერონ კლიმატგონივრული აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობები;
  • ხელი შეუწყონ კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების ეროვნული წყაროების წვლილის მნიშვნელოვან გაზრდას საერთაშორისო მხარდაჭერასთან ერთად;

 

  • ინტეგრირებულად განიხილონ ბიომრავალფეროვნების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების პროცესები, დაგეგმონ და განახორციელონ ეკოსისტემების (მათ შორის ტყეების) შენარჩუნებისა და აღდგენის მხარდამჭერი ღონისძიებები;
  • ბიომრავალფეროვნების დასაცავად  გააძლიერონ ისეთი ღონისძიებებისა დაბუნებაზე დაფუძნებული მეთოდებისმხარდაჭერა, რომელიც უზრუნველყოფს კლიმატის ცვლილების შერბილებას; 

ხელი შეუწყონ: 

  • ახალი საზღვაო სტრატეგიების შემუშავებას და ამოქმედებას კლიმატის ფაქტორების, განსაკუთრებით ზღვის დონის აწევის გათვალსწინებით  და  სანაპიროს დაგეგმვის კუთხით;
  • ახალი და  არსებული შენობების ენერგოეფექტური მოდერნიზაციის და მათი  განახლებადი ენერგიით უზრუნველყოფის  წახალისების რეალური მექანიზმების შექმნა; 
  • წყლის სააუზო  ინტეგრირებული მართვის სისტემების განვითარებას კლიმატის ცვლილების ფაქტორების გათვალისწინებით;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლების სისტემების განვითარებასკლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის ღონისძიებების მხარდაჭერის მიზნით; 
  • ინვესტიციების გაზრდა  ალტერნატიულ, მდგრადი ენერგეტიკის  ინფრასტრუქტურის  განვითარებაში; 
  • უახლესი  ტექნოლოგიების  დანერგვით  ინვესტიციების   გაზრდას და სახელმწიფოების მხარდაჭერას ალტერნატიული ენერგეტიკის ინფრასტრუქტურებისთვის, რომლებიც  მცირე ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე; 
  • უახლესი ტექნოლოგიების წვდომას განურჩევლად ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისა; 
  • ისეთი ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებას და ამოქმედებას,  რომელიც უზრუნველყოფს კლიმატის  ცვლილებებით   გამოწვეული შედეგების შერბილებას და შეგუებას (ადაპტაციას). 

 

  • საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრებისაქართველო
  • ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია, AFRD
  • ასოციაციამშვიდობიანი და საქმიანი კავკასია
  • კარიტასი ჩეხეთის რესპუბლიკა
  • ენერგოეფექტურობის ფონდი
  • საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
  • ველური ბუნების დაცვის საზოგადოებაჭაობი
  • გენიალური ლოკი
  • გარემოსდაცვითი კვლევის საერთაშორისო ცენტრი
  • იმერეთის მეცნიერთა კავშირი სპექტრი
  • კვლევითინტელექტუალური კლუბითაობათა დიალოგი
  • მწვანე ალტერნატივა
  • ქალი და განვითარება
  • მწვანე რეგიონები
  • მდგრადი განვითარების ცენტრი რემისია
  • მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  • გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაციადეა
  • ფონდი კავკასიის გარემო
  • ბოლნისის ენის სახლი
  • ექსპერტთა კავშირი მდგრადი ენერგია და გარემო
  • საქართველოს ენერგორესურსების ეფექტური გამოყენების ასოციაცია
  • სახეობათა კონსერვაციის სამეცნიეროკვლევითი ცენტრინაკრესი
  • კოდის სათემო განათლების ცენტრი
  • ქვემო ქართლის ქალთა ორგანიზაციაერთობა
  • ეკო ცენტრი
  • ენერგოეფექტურობის ცენტრი