საქართველოს უმთავრესი მდინარეა მტკვარი. მდინარის სიგრძე 1515 კილომეტრია, საქართველოს ტერიტორიაზე კი მისი სიგრძე არის 400 კილომეტრი.
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა. ეს დღე 1999 წელს კოალიცია „მტკვარ-არაქსის“ ინიციატივით დაარსდა. მტკვრის დაცვის დღეს აღნიშნავენ როგორც საქართველოში, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში.
გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს ყოველთვიურად 19 წერტილში, ხოლო კვარტალურად 33 წერტილში ახორციელებს.
2020 წლის 2 ივნისს მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. 2021 წელს კი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ქ.თბილისის 69-ე საჯარო სკოლის V- VI კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ და წყლის რესურსების მნიშვნელობაზე და მისი დაცვისთვის საჭირო ქმედებებზე ტრენინგი ჩაატარეს.
გამოყენებული ლიტერატურა შეგიძლიათ, იხილოთ ბმულებზე: (1); (2);