დღეს, 29 თებერვალს, ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი და პოლიტიკური მდივანი სოფი ბერიშვილი “ეკო ცენტრს” ესტუმრნენ.
შეხვედრაზე სტუმრებს სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” და “ეკო ცენტრის” საქმიანობები გავაცანით და დეტალურად ვისაუბრეთ იმ პროექტის შესახებ, რომელიც “ეკო ცენტრმა” ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის სახელწოდებაა “გარემოსდამცველთა ქსელის გაძლიერება ქვემო ქართლში“.
პროექტის ფარგლებში განვახორციელეთ არაერთი ტრენინგი, შეხვედრა, საინფორმაციო ტური, მოვამზადეთ საინფორმაციო მასალები. სწორედ ამ პროექტმა მოგვცა შესაძლებლობა, გაგვეგრძელებინა კონკურსის “გადააქციე პლასტმასა ხედ” მეორე ფაზა.
ჩვენმა გუნდმა ელჩს პროექტის მიმდინარეობისა და მიღწეული შედეგების შესახებ შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა.
დიდ მადლობას ვუხდით ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერისთვის და, იმედი გვაქვს, ჩვენი პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება.