დღეს, 18 ოქტომბერს “ეკო ცენტრი” რუსთავის 22-ე საჯარო სკოლას ესტუმრა. ღონისძიება ჩატარდა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.
შეხვედრაზე “ეკო ცენტრის” წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად განიხილეს მრავალი გარემოსდაცვითი საკითხი. დისკუსია წარიმართა სახალისო და ინტერაქტიულ ფორმატში, რამაც მოსწავლეების დადებითი გამოხმაურება გამოიწვია.
“ეკო ცენტრმი” მადლობას უხდის ლელა მასწავლებელს და მოსწავლეებს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და გარემოზე ზრუნვის მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები ჩართულები არიან ნარჩენების შემცირების კამპანიაში, რომელიც 20 ოქტომბერს სრულდება. ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების პრინციპების პრაქტიკაში დანერგვას და მოსწავლეებში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას.
სკოლის მიერ გადმოცემული მაკულატურა მოხმარდება რუსთავის ჭალის ტყის აღდგენას.