• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • სექტემბერი 25, 2024

axali_samgoris_skola25 სექტემბერს “ეკო ცენტრის” წარმომადგენლები ახალი სამგორის სკოლას ეწვივნენ. ვიზიტის მთავარი მიზანი სკოლის მიერ პლასტმასის შეგროვების კონკურსში გამოჩენილი განსაკუთრებული აქტიურობის აღნიშვნა და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე საუბარი იყო.

სკოლის ადმინისტრაციამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა – მათ მთელი ახალი სამგორის თემი ჩართეს პლასტმასის შეგროვების პროცესში. ეს ინიციატივა სცდება მხოლოდ სასკოლო გარემოს და ადგილობრივ საზოგადოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ სკოლა აპირებს გააგრძელოს ნარჩენების დახარისხება და გარემოზე ზრუნვა, მიუხედავად იმისა, გაგრძელდება თუ არა “ეკო ცენტრის” მუშაობა.

ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა სახალისო ქვიზი გარემოს დაბინძურების თემაზე. ასევე გაიმართა საუბარი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობა მწვანე და მდგრადი მომავლის შექმნაში.

“ეკო ცენტრი” მადლობას უხდის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ნაყოფიერი შეხვედრისთვის. შეხვედრა გაიმართა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.