
მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სახალისო და პრაქტიკულ აქტივობებში, რომლებიც ფოკუსირებული იყო ისეთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე, როგორიცაა:
- ჰაერის ხარისხი
- კლიმატის ცვლილება
- ნარჩენების მართვა
ღონისძიების ფარგლებში, სკოლას გადაეცა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური. სკოლის ხელმძღვანელობისა და მასწავლებლების აქტიური ჩართულობით, ეს მოწყობილობა უახლოეს პერიოდში დაიწყებს სკოლის ტერიტორიაზე ჰაერის ხარისხის მონიტორინგს.
მომდევნო კვირის ბოლოს კი, სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ შეგროვებული მაკულატურა და პლასტმასა გადაეცემა “ეკო ცენტრს” ქალაქის გამწვანების პროექტებისთვის.
ეს ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით.