10 დეკემბერს ISIE-ს მიერ ორგანიზებულ პროექტში – „ეკო ცოდნა“ – მომხსენებლები ვიყავით.
პროექტის მიზანი გახლდათ საზოგადოებაში ეკოლოგიური კულტურის ამაღლება, მწვანე გარემოს მნიშვნელობის გააზრება და ცნობიერების ამაღლების გზით ეკომეგობრული გარემოს შექმნა.
ჩვენი ლექციის ფარგლებში ახალგაზრდებს გავუზიარეთ გარემოსდაცვითი ადვოკატირების გამოცდილება “გავიგუდეთ”-ის მაგალითზე. დეტალურად ვისაუბრეთ სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე, იმ გამოწვევებზე, რაც ამ მოძრაობამ დაარსების დღიდან გაიარა და იმ მიღწევებზე, რაც ჩვენი აქტივიზმით შევძელით.
მონაწილეები გაეცნენ რუსთავის საწარმოო ზონაში არსებულ რეალობას და რამდენიმე საწარმოს მაგალითზე ნახეს, როგორ გამოსწორდა მდგომარეობა, რაშიც “გავიგუდეთ”-ის აქტივიზმს დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.
გარდა ამისა, მონაწილეებს გავაცანით “ეკო ცენტრის” საქმიანობაც და ვისაუბრეთ ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, რასაც მწვანე ადვოკატირების მიზნით ამ ორგანიზაციის ფარგლებში ვახორციელებთ; რაც მოიცავს, მაგალითად, პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობას და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
ახალგაზრდების უმრავლესობამ ჩვენი ლექციის ფარგლებში შეიტყო რუსთავში არსებული ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ. შესაბამისად, გვიხარია, რომ ჩვენი გულშემატკივართა რიცხვი გაიზარდა.