• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • აპრილი 19, 2024

canva_seminariდღეს, 19 აპრილს „ქალთა ფონდის“ პროექტის – „გარემოსდამცველ ქალთა გაძლიერება და ნარჩენების შემცირების კამპანია“ ფარგლებში ჩავატარეთ სემინარი ვიზუალური მასალების შემნის შესახებ Canva-ს გამოყენებით.

სემინარი ონლაინ ფორმატში, Zoom პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა, რათა დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისა და გოგონებისთვის შეგვექმნა შესაძლებლობა დიზაინის საფუძვლების შესასწავლად.

სემინარს ესწრებოდნენ მონაწილეები რუსთავიდან, თბილისისდან, ოზურგეთიდან, ბოლნისისდან, დუშეთიდან. 

მონაწილეებმა შეისწავლეს კანვაში მუშაობის ძირითადი საფუძვლები; პროგრამის მიერ შემოთავაზებული შაბლონების გამოყენება და რედაქტირება; სასურველი დიზაინის დამოუკიდებლად აწყობა სუფთა ფურცელზე და სხვა ფუნქციები.

სემინარის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ გვქონდა პრაქტიკული სავარჯიშო, რაც უკვე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი დიზაინის აწყობას გულისხმობდა. დიზაინის ასაწაყობად შეთავაზებული შინაარსი გარემოსდაცვით საკითხებს ეხმიანებოდა და მონაწილეებმა საკუთარი ხედვა თუ დამოკიდებულება ამა თუ იმ გარემოსდაცვითი პრობლემის მიმართ თავიან დიზაინში ასახეს.

გვიხარია, რომ ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, Canva-ს სემინარით სხვა რეგიონები მოგვეცვა და ეკო ცენტრის მეგობრების რიცხვი კიდევ უფრო გაგვეფართოვებინა.