დღეს, 21 ივნისს, გარემოსდაცვითი ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის 3 საათიანი ტრენინგი ჩავატარეთ.
ტრენინგიში მონაწილეობა მიიღეს აქტიური მოქალაქეობითა და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებულმა პირებმა რუსთავიდან, თბილისიდან და გარდაბნიდან.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებს გავაცანით ჩვენი საქმიანობის მიზანი, განვიხილეთ რუსთავში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები, ვისაუბრეთ გარემოსდაცვით ადვოკატირებაზე, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე. ვისაუბრეთ ადვოკატირების არსზე, მიზნებსა და ამოცანებზე.
მონაწილეები ასევე გაეცნენ ადვოკატირების სტრატეგიის დაგეგმვას.
გვიხარია, რომ გარემოსდაცვითი ადვოკატირების მიმართ ინტერესი და ჩვენი მეგობრების რაოდენობა იზრდება.
ტრენინგის მხარდამჭერია მწვანე გრანტების გლობალური ფონდი