• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • დეკემბერი 24, 2023

დღეს, 24 დეკემბერს, ჩავატარეთ ტრენინგი მასწავლებლებისთვის; რომელსაც დაესწრნენ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები და გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული პირები რუსთავსა და ახალი სამგორიდან.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის – “გარემოსდამცველთა ქსელის გაძლიერება ქვემო ქართლში” ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლების გაძლიერება და სკოლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების პოპულარიზაცია.

ტრენინგზე ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ჰაერის დაბინძურების პრობლემა რუსთავში, ჰაერის დაბინძურების წყაროები; ასევე განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების პრობლემა ადამიანის ჯანმრთელობაზე და შესაბამისი მონაცემები გავაცანით ტრენინგის მონაწილეებს; გარდა ამისა, მასწავლებლებს გავაცანით, როგორ შეიძლება ჰაერის ხარისხის შემოწმება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის (air.gov.ge) გამოყენებით და მივაწოდეთ ინფორმაცია, იმ მცენარეების შესახებ, რომლებიც სახლში ჰაერის გაწმენდაში გვეხმარება.

დამატებით, ვისაუბრეთ მდგრადი განვითარების მიზნების კავშირზე ჰაერის დაბუნძურებასთან, კლიმატის ცვლილების შერბილებასთან და, ასევე, განვიხილეთ ჰაერის დაბინძურების შემცირების ხერხები ინდივიდუალურ დონეზე.

ტრენინგის მეორე სესია დაეთმო ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევის შესახებ საუბარს – ეს გახლავთ პლასტმასით დაბინძურება და მისი უარყოფითი შედეგები გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. განვიხილეთ პლასტმასის ნარჩენების წარმოქმნის სტატისტიკა მსოფლიოში და საქართველოში.

დასკვნით ეტაპზე ვისაუბრეთ, იმ მეთოდებისა და პრაქტიკების შესახებ, როგორ გავხდეთ ეკო-მეგობრულები – როგორ შევამციროთ პლასტმასის ნარჩენი და როგორ შევამციროთ პლასტმასის ზემოქმედების უარყოფითი გავლენა გარემოსა და ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

გვიხარია, რომ რუსთავის და არა მარტო რუსთავის მასშტაბით, ბევრი მეგობარი მასწავლებელი შევიძინეთ და მათთვის შევქმენით შესაძლებლობა, ტრენინგზე განხილული 2 თემის სახით თავიანთ მოსწავლეებში აემაღლებინათ გარემოსდაცვითი ცნობიერება.