24 სექტემბერს “ეკო ცენტრს” მნიშვნელოვანი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო პროექტის “ეკომეგობრული განვითარების დაჩქარება: ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობა” მიმდინარეობის შეფასება.
ეს პროექტი, რომელიც ესტონეთის მხარდაჭერით ხორციელდება, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას:
- ჭალის ტყის გამწვანების კამპანია
- მაკულატურის შეგროვების პროგრამა
- საგანმანათლებლო აქტივობები სკოლებისა და მოქალაქეებისთვის
შეხვედრის დროს განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა, “ეკო ცენტრის” საქმიანობა და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც არის სამოქალაქო სექტორი.
“ეკო ცენტრი” მადლობას უხდის ესტონეთს მათი მხარდაჭერისა და უკეთესი გარემოს შექმნაში შეტანილი წვლილისთვის.
ეს თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო პარტნიორობის მნიშვნელობას გარემოსდაცვით საკითხებში და ხაზს უსვამს საქართველოში მდგრადი განვითარების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.