• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ივნისი 5, 2024

დღეს, 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე “ეკო ცენტრში” კინოჩვენებით აღვნიშნეთ.

კინოჩვენებას ჩვენი ძველი და ახალი ეკო-მეგობრები ესწრებოდნენ.

რა თქმა უნდა, ფილმიც თემატურად შევარჩიეთ და ვნახეთ “Taking Root: The Vision of Wangari Maathai”, რომელიც მოგვითხრობს კენიელი გარემოსდამცველი ქალის უანგარი მაატჰაის შესახებ, რომლის მიერ დაწყებული ხის დარგვის აქტივობა გლობალურ გარემოსდაცვით მოძრაობაში გადაიზარდა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გარემოს კონსერვაციის მნიშვნელობის ხაზგასმაში მსოფლიო მასშტაბით.

სწორედ გარემოსა და ქალთა უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილის გამო გახდა მაატჰაი 2004 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი და პირველი აფრო-ამერიკელი ქალი, რომელმაც ნობელის პრიზი მიიღო.

შეხვედრის დასაწყისში მონაწილეებს მოკლედ გავუზიარეთ მაატჰაის ცხოვრების ძირითადი დეტალები და ეტაპები, რამაც მის საქმიანობაზე მოახდინა გავლენა. ფილმის ნახვის შემდგომ კი საინტერესო დისკუსია გაიმართა, გოგონებმა ინდივიდუალური შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს და ვიმსჯელეთ, რა მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანის მარტივ და მიზანმიმართულ ქმედებას გლობალური მასშტაბით ცვლილების მოსატანად.

 

კინოჩვენება გაიმართა მწვანე გრანტების გლობალური ფონდის მხარდაჭერით.