დღეს, 2 თებერვალს, მე-18 და მე-7 საჯარო სკოლების ეკო კლუბების წევრები პლასტმასის გადამამუშავებელ საწარმო შპს „პოლივიმში“ საინფორმაციო ტურზე იმყოფებოდნენ. ექსკურსია „ეკო ცენტრის“ ორგანიზებითა და „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით გაიმართა.
საწარმოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს პლასტმასის გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი; მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე ენახათ სამუშო პროცესი – როგორ ახარისხებენ საწარმოს თანამშრომლები პლასტმასას ხელით, რათა შემდგომი დამუშავებისთვის დანადგარში არასწორი სახეობის პლასტმასა არ შეერიოს.
გარდა ამისა, ტურის მონაწილეთათვის საკმაოდ ეფექტური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საწარმოში პლასტმასის გადამუშვების შედეგად მიღებული მასალის – ე.წ სინტიპონის ნახვა, რომელიც შემდგომ ბალიშების, ქურთუკების, რბილი სათამაშოების წარმოებაში მათი შიგთავსის შესავსებად გამოიყენება.
გარდა ამისა, ტურის ფარგლებში მოსწავლეებს გავაცანით პლასტმასის წარმოებისა და გამოყენების უარყოფითი შედეგები, ვისაუბრეთ, რომ პლასტმასას მთელი სასიცოცხლო ციკლი სახიფათოა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის; ჩამოვთვალეთ ის კონკრეტული შედეგები, რაც შესაძლოა, ამ პროცესში ადამიანს მიადგეს. განვიხილეთ პალსტმასის წარმოებისა და გადამუშვების სტატისტიკაც და შევთანხმდით, რომ პლასტმასა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ნარჩენია. ამ ყველაფრით, კი, ხაზი გავუსვით იმას, რომ გადამუშვება არაა საბოლოო მიზანი და ჩვენი ცხოვრების სტილი უნდა შევცვალოთ ისე, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ ყოველდღიურობაში პალსტმასის ნაწარმის გამოყენება.
პროცესის ადგილზე გაცნობით ბავშვები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებული პალსტმასა ბუნებაში არ მოხვდეს; გვინდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მათ საწარმოს სკოლაში შეგროვებული 19,5 კილოგრამი პლასტმასის ბოთლებიც გადასცეს უსასყიდლოდ.
ამ სასარგებლო საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობას ვუხდით მოსწავლეებს და ბელა, არჩილ და ქეთი მასწავლებლებს. იმედი გვაქვს, მალე მათ რიცხვს რუსთავის სხვა სკოლებიც შეუერთდებიან.