• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ოქტომბერი 16, 2024

konkursi„ეკო ცენტრმა“ პლასტმასით დაბინძურების თემატიკასთან დაკავშირებით რუსთავის სკოლებისთვის პოსტერების კონკურსი გამოაცხადა.

პოსტერები მივიღეთ რუსთავის 11 სკოლიდან. კერძოდ, კონკურსში მონაწილეობდა მე-3 სკოლა, მე-4 სკოლა, მე-6 სკოლა, მე-12 სკოლა, მე-20 სკოლა, 28-ე სკოლა, 26-ე სკოლა, მე-11 სკოლა, გიმნაზია, ინოვაციების სკოლა და მე-9 სკოლა.

დღეს, 16 ოქტომბერს, ჩვენს ოფისში სკოლებს შორის პოსტერების კონკურსის ხმის მიცემა ჩატარდა. კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ პედაგოგები მონაწილე სკოლებიდან (თითო პედაგოგი თითო სკოლიდან), რომლებიც წარმომადგენლობისთვის თავად სკოლებმა შეარჩიეს.

ხმის მიცემამის დაწყებამდე საინფორმაციო მიმოხილვა ჩავატარეთ, სადაც პედაგოგებს გავაცანით პლასტმასით დაბინძურების პრობლემის მასშტაბურობა და პლასტმასას მავნე ზეგავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

რაც შეეხება ხმის მიცემის პროცედურას, მასწავლებლებმა თავიანთ ფავორიტ პოსტერს ხმა ანონიმურად მისცეს ონლაინ ფორმატში, ისე, რომ არ იცოდნენ, რომელი სკოლის პოსტერს აძლევდნენ ხმას, რა თქმა უნდა, მათ არ შეეძლოთ თავიანთი სკოლის პოსტერისთვის ხმის მიცემა.

გამარჯვებულის გამოსავლენად ხმის მიცემის ორი რაუნდის ჩატარება გახდა საჭირო, რადგან პირველ რაუნდში რამდენიმე პოსტერმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო.

ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვა მე-12 სკოლის პოსტერმა.

კონკურსის პირობის თანახმად, გამარჯვებულ სკოლას 5 ნერგს გადავცემთ. თუმცა ყველა სკოლამ მიიღო მონაწილეობის დამატასტურებელი სერტიფიკატი და ეკო-მეგობრული საჩუქარი. ასევე, ხმის მიცემის შემდეგ ჟიურის წევრებს დახურვით ვახშამზე ვუმასპინძლეთ.

 

 

კონკურსი ჩატარდა BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. ასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის  ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.