რუსთავში სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის უფასო პროგრამა დაიწყო. არ გადადოთ ბავშვების უფასო კვლევა – სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა.
ადრეულ ეტაპზე სისხლში ტყვიის აღმოჩენა, შემდგომ გართულებებს თავიდან აგვარიდებს.
სისხლში ტყვიის შემცველობა იწვევს ანემიას, სისუსტეს, თირკმლის და ტვინის დაზიანებას და სხვა არაერთ გართულებას. ძალიან მაღალმა დონემ კი შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილიც.
ტყვიის შემცველობის განსაზღვრა ხდება ვენურ სისხლში პასუხებს სინჯის აღებიდან დაახლოებით 2 კვირაში მიიღებთ
ეს კვლევა 2-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა (სხვა შემთხვევაში, მაგალითად, ზრდასრულებისთვის 80 ლარი ღირს)
არ გადადოთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა უახლოეს დღეებში, რადგან ზუსტად არ იციან ეს სახელმწიფო პროგრამა რამდენ ხანს გაგრძელდება
ანალიზები კეთდება CITY LAB-ში. ქალაქი რუსთავი, მეგობრობის 1
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი — 09:00-17:00
შაბათი – 09:00 – 14:00
მათ გვერდზე ვკითხულობთ: “ინტოქსიკაციის ნიშნებია: ქცევითი პრობლემები, ადვილად დაღლილობა, სისუსტე, ანემია, უმადობა და ა.შ პირველადი ნიშნები საკმაოდ მრავალფეროვანი და არასპეციფიურია.
თუ გყავთ შვილი 2 იდან 7 წლამდე და აქვს მსგავსი სიმტომები და გსურთ რომ გამორიცხოთ ტყვიით ინტოქსიკაცია, შეგიძლიათ მობრძანდეთ “სითი ლაბში” და სრულიად უფასოდ გაუკეთოთ თქვენს შვილს ანალიზი”
იმედია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გაანალიზებს მონაცემებს და გვეცოდინება კონკრეტულად რუსთაველი ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის სტატისტიკა და რუსთავში გაკეთებულ ყველა ანალიზზე არ ექნებათ დაშვება, რომ ბავშვი ავტომატურად რუსთავის მაცხოვრებელია.