დღეს, 21 მარტს, მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შევხვდით და პრეზენტაციის სახით „გავიგუდეთ“ და „ეკო ცენტრის“ საქმიანობა გავაცანით.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებს გავუზიარეთ, როგორ, როდის და რა მიზნით ჩამოყალიბდა სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“; ვისაუბრეთ, გარემოსდაცვითი ადვოკატირების მნიშვნელობაზე, იმ გამოწვევებზე, რაც მოძრაობამ არსებობის მანძილზე გამოიარა და მიღწევებზე, რასაც ჩვენი ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში ქალაქის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით მივაღწიეთ.
მოსწავლეებმა ნახეს, როგორი იყო რეალობა რუსთავის საწარმოო ზონაში წლების განმავლობაში და, შედარებისთვის, რა მდგომარეობაა დღეს – რამდენიმე საწარმოს მაგალითზე, გადაიარაღების შედეგად გაუმჯობესებული მდგომარეობა.
გარდა ამისა, ჩვენ მიერ გამწვანებული ტერიტორიების მაგალითზე, ვისაუბრეთ მდგრადი ურბანული გადაწყვეტილებების წახალისების მნიშვნელობაზე.
ამ შეხვედრით გვსურდა, წაგვეხალისებინა ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა ქალაქის განვითარებაში და კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი იმ ფაქტზე, რომ ერთი ადამიანის იდეა თუ ქმედებაც ხშირად საკმარისია იმისთვის, რომ სასურველი ცვლილებებისკენ გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
იმედი გვაქვს, ამ ახალგაზრდებთან მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამნშრომლობას.