• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
  • ივლისი 16, 2024

treningiდღეს, 16 ივლისს, ქალთა ფონდის პროექტის „გარემოსდამცველ ქალთა გაძლიერება და ნარჩენების შემცირების კამპანია“ ფარგლებში ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტრენინგი ჩავატარეთ.

ტრენინგის მიზანი იყო ქალი გარემოსდამცველების გაძლიერება ციფრული კომუნიკაციის მიმართულებით და ესწრებოდნენ გარემოსდამცველი აქტივისტები, ჟურნალისტები, სტუდენტები თბილისიდან, ყაზბეგიდან, სოფ.წალასყურიდან, გორიდან და რუსთავიდან.

ტრენინგიზე განვიხილეთ სოციალური მედიის (კონკრეტულად, ფეისბუქის) მართვასთან დაკავშირებული საკითხები, როგორიცაა გვერდის შექმნა, ბიზნეს მენეჯერის შექმნა და მართვა, მესენჯერის ავტომატიზაცია, სარეკლამო ინსტრუმენტები.

მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ფეისბუქ აუდიტორიის მოზიდვის ეფექტური მეთოდების შესახებ.

გვიხარია, რომ შევძელით ამ უნარების გაზიარება და იმედი გვავქვს, ჩვენი საბაზისო ტრენინგი დაეხმარება სხვა გარემოსდამცველებს, ეფექტურად აწარმოონ საინფორმაციო კამპანია და მაქსიმალურად მიაწვდინონ ხმა აუდიტორიას.