• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
ეკომეგობრული განვითარების დაჩქარება: ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობა
  • სათაური:

    ეკომეგობრული განვითარების დაჩქარება: ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობა

  • ხანგძლივობა:

    1 ივლისი - 31 ოქტომბერი, 2024

  • სტატუსი:

    მიმდინარე

  • დონორი:

    ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

2024 წლის ივლისში ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით „ეკო ცენტრმა“ დაიწყო ახალი პროექტი: „ეკომეგობრული განვითარების დაჩქარება: ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობა.“

 

პროექტს აქვს ორი მთავარი მიზანი:

მიზანი 1: ნარჩენების მდგრადი მართვის პრაქტიკის ხელშეწყობა;

მიზანი 2: გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესებისთვის უნარების გაძლიერება.

 

პროექტის შედეგად:

  1. გაიზრდება ნარჩენების დახარისხებაში ჩართული ადამიანების რაოდენობა და რუსთავის მწვანე საფარი.
  2. გაფართოვდება გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ინფორმირებული ადამიანების ქსელი და გაუმჯობესდება მათი კომუნიკაციის უნარები.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები:

  1. ქაღალდის ნარჩენების შეგროვების პუნქტის ფუნქციონირება
  2. ტრენინგი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ
  3. საინფორმაციო შეხვედრები რუსთავის 5 სკოლაში
  4. კამპანია: მაკულატურა რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის
  5. ტრენინგი Canva-ში ვიზუალური მასალების შექმნაზე და მოკლე მასტერკლასი Gmail-ის გამოყენების შესახებ
  6. ფრინველებზე დაკვირვების ტური რუსთავის ჭალის ტყეში