• +995 511 24 00 25
  • რუსთავი, კოსტავას 4
გარემოსდამცველ ქალთა გაძლიერება და ნარჩენების შემცირების კამპანია
  • სათაური:

    გარემოსდამცველ ქალთა გაძლიერება და ნარჩენების შემცირების კამპანია

  • ხანგძლივობა:

    მარტი - სექტემბერი, 2024

  • სტატუსი:

    მიმდინარე

  • დონორი:

    ქალთა ფონდი საქართველოში

პროექტის მთავარი მიზანია გაზარდოს „ეკო ცენტრის“ შესაძლებლობა გარემოსდაცვითი საქმიანობის მიმართულებით,  ქალების პროფესიული უნარების განვითარებაში, ნარჩენების სეპარირების და ცხოვრების ეკო-მეგობრული პრაქტიკის დანერგვაში. პროექტი უზრუნველყოფს ქალი გარემოსდამცველების, მათ შორის, „ეკო ცენტრის“ წევრების გაძლიერებას და საქმიანობის მდგრადობას.

მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:

  • პრაქტიკული სემინარი მარტივი ვიზუალური მასალების შესაქმნელად;
  • პოსტერების კონკურსი ქალებისა და გოგონებისთვის გარემოს დაცვის თემაზე;
  • სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტრენინგი;
  • ტრენინგი მასწავლებლებისთვის;
  • კამპანია ნარჩენების შემცირებისა და უკეთ მართვის მიზნით.

პროექტის შედეგად:

1: გაიზრდება გარემოს დაცვისთვის საჭირო რესურსებსა და უნარებზე წვდომა ქალებისთვის, მათ შორის, ქალი გარემოსდამცველებისთვის (ვიზუალური და ციფრული კომუნიკაციის უნარების განვითარების გზით);

2: შემცირდება გარემოში მოხვედრილი ნარჩენების ოდენობა, გაიზრდება გამწვანებული სივრცეების ოდენობა და ხელი შეეწყობა ცხოვრების ეკო-მეგობრული წესის დანერგვას;