-
სათაური:
გარემოსდამცველთა ქსელის გაძლიერება ქვემო ქართლში
-
ხანგძლივობა:
სექტემბერი, 2023 - თებერვალი, 2024
-
სტატუსი:
დასრულებული
-
დონორი:
ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი
სექტემბერში ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, რომელიც მხარდაჭერილია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) მიერ, დავიწყეთ ახალი, ექვსთვიანი პროექტი – “გარემოსდამცველთა ქსელის გაძლიერება ქვემო ქართლში”
პროექტი მიზნად ისახავს ქალი აქტივისტების გაძლიერებას, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის კავშირების გაღრმავებას და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების გაძლიერებას და მათი ჩართვის ხელშეწყობას ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლაში. ამის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
- ადვოკატირებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ტრენინგები;
- საინფორმაციო შეხვედრა თაზაქენდის მოსახლეობასთან;
- მედია ადვოკატირება;
- საინფორმაციო მასალების მომზადება ცნობიერების ასამაღლებლად;
- 4 ობიექტი დაიწყებს პლასტმასას ან/და მაკულატურის დახარისხებას;
- ექსკურსიები ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმო „პოლივიმში“;
- კონკურსი „გადააქციე პლასტმასა ხედ“;
- ტრენინგი მასწავლებლებისთვის;
- საინფორმაციო ტური დიღმის ჭალებში.
პროექტის შედეგად:
– გაიზრდება მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე არაერთი გარემოსდაცვითი საკითხის, მათ შორის, ჰაერის დაბინძურების პრობლემისა და სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ამ პრობლემის ადვოკატირებას და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
– ხელი შეეწყობა ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას და შეიქმნება გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული ადამიანების რეგიონული ქსელი. ამასთან, გაძლიერდება ეთნიკური/რელიგიური უმცირესობებისგან და ქალი ლიდერებისგან შემდგარი საინიციატივო / გარემოსდამცველი ჯგუფები.
– გაიზრდება ნარჩენების დახარისხება-გადამუშავებაში ჩართული ადამიანების რაოდენობა, რაც ხელს შეუწყობს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას და ეკო-მეგობრული ჩვევების განვითარებას.